Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათ მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ესაუბრა.

პრემიერმა ჟურნალისტებს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ დასმულ შეკითხვაზეც უპასუხა.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირების შესრულება კონსტიტუციაში გვიდევს. საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში 2024 წლიდან“, - თქვა გიორგი გახარიამ.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG