Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე - "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი


ალ ბარა შიშანი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ცნობა, რომ დააკავა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პენტაგონის მიერ დაჯგუფების „ომის მინისტრად“ წოდებული საქართველოს მოქალაქის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის მოადგილე ალ ბარა შიშანი.

ცნობაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული.

„პორტრეტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული უცხოელი მართლაც არის ‘ისლამური სახელმწიფოს’ ძებნილი ლიდერი,“ ნათქვამია განცხადებაში.

ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) 2016 წელს იქნა ბრძოლაში მოკლული. იგი აშშ-ის მიერ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად იყო გამოცხადებული და მის მოკვლაში დახმარებისთვის 5 მილიონი დოლარი ჯილდო იყო დაწესებული.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახური იტყობინება, ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ ალ ბარა შიშანი თურქეთის გზით უკრაინაში გადავიდა და იქიდან განაგრძობდა „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის კოორდინაციას.

ცნობაში ნათქვამია, რომ ალ ბარა შიშანი დააკავეს კიევის მახლობლად მდებარე სახლში, სადაც ის ცხოვრობდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში არ არის მითითებული, როდის მოხდა ალ ბარა შიშანის დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG