Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიაში დამარცხდა


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი შვეიცარიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა სტუმრად, სენტ გალენში. სამი ქულის მომტანი გოლი იტენმა გაიტანა, 77-ე წუთზე.

საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში, რვა თამაშში რვა ქულა დააგროვა, ბოლოსწინა - მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ უქულო გიბრალტარს აჯობა. ჯგუფის ლიდერი დანიის ნაკრებია, თხუთმეტი ქულით. შვეიცარიას თოთხმეტი ქულა აქვს, ირლანდიას - თორმეტი. წინ კი ბოლო ტურია, რომელშიც ქართველების გარდა ყველას მოუწევს თამაში და სწორედ დასკვნით შეხვედრებში გაირკვევა, ვინ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG