Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საავადმყოფოში მოათავსეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საავადმყოფოში მოათავსეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. მისი ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ის წუხელ მიიყვანეს სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში.

დიაგნოზისა და ექიმების პროგნოზების შესახებ არ იტყობინებიან. მედიის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, სუზანა ვასილევიჩმა სახელმწიფო სააგენტო Tanjug-ს განუცხადა, რომ ვუჩიჩის მდგომარეობა სტაბილურია.

49 წლის ვუჩიჩი 2017 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ის 2012 წლიდან მუშაობდა მთავრობაში - ეკავა თავდაცვის მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. მანამდე სათავეში ედგა ყოფილი პრეზიდენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის პროგრესულ პარტიას, სადაც ნაციონალისტური სერბეთის რადიკალური პარტიიდან გადავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG