„ქართულმა მარშმა“ 16 ნოემბერს მოუწოდა თავის წევრებს და მხარდამჭერებს, შეუერთდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც 17 ნოემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ „ქართული მარში“ სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს როგორც „თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს“.
„ვთვლით, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნულ-პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს“, - წერია „ქართული მარშის“ განცხდებაში.
ამავე დროს, ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც შემჩნეულია დემოკრატიული ძალების, ასევე სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობებში, აცხადებს, რომ არასოდეს დადგება „იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები, ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ერთმა ნაწილმა, ადრე მიცემული დაპირების მიუხედავად, ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. პროპორციული წესით არჩევნების გამართვის მოთხოვნით, ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყეს.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი