Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ერთი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების დროს


შაბათს ირანში ერთი ადამიანი დაიღუპა ბენზინის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს. სირჯანის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დემონსტრანტი გაურკვეველ გარემოებებში იქნა მოკლული, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მანამდე ოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, რომ 15 ნოემბერს სირჯანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს, ცეცხლი წაეკიდათ ნავთობის საცავისთვის, მაგრამ ირანის უშიშროების ძალებმა შეაჩერეს.

უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა ასევე მაშადსა და აჰვაზში. 16 ნოემბერს დემონსტრაციები განახლდა, სულ მცირე, 37 ქალაქში.

საპროტესტო ტალღა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბენზინი შეზღუდულად გაიყიდება და მასზე ფასები გაიზრდება. ირანის ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებს განიცდის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

საპროტესტო გამოსვლების გამო, შესაძლოა, პრეზიდენტი ჰასან როჰანი დამატებითი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს თებერვლისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG