საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით და არა ძალადობითა და რევოლუციით. ამის შესახებ განცხადება მან თავის ფეისბუკის გვერდზე გააკეთა.
ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუეს ქართველი ხალხი. მისი სიტყვებით, ივანიშვილი „ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!“.
„ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
დაწერეთ კომენტარი