Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი: ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის


როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერაა დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ეს განცხადება ციხელაშვილმა გაფრინდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად შეხვდა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს და მათ მიაწოდა ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

„არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია“.

ციხელაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებულ იყვნენ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო მხარე.არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს დააკავეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG