Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ექიმები საოკუპაციო ხაზთანაც მივლენ


ე.წ. საზღვარი ერგნეთთან
ე.წ. საზღვარი ერგნეთთან

დღეს საქართველოში გაიმართება „თეთრი ხალათების აქცია“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ექიმები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები კლინიკებთან 12 საათზე შეიკრიბებიან და მდუმარედ გააპროტესტებენ საოკუპაციო ძლების მიერ ექიმის დაკავებას.

"თეთრი ხალათების აქცია" სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ, ექიმების ნაწილი გაემგზავრება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში და იქიდანაც მოითხოვს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG