Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში ხანძრის რამდენიმე კერაა


ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლს 80 მეხანძრე-მაშველი აქრობს.

ხანძარია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით ერთ ჰექტარზე ცეცხლი უკიდია ბალახსა და ბუჩქებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებთან, სორმანსა და რიონთან, სადაც ხანძარი 17 ნოემბერს გაჩნდა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG