Accessibility links

logo-print logo-print

რუსთაველი ექიმები "თეთრი ხალათის" აქციას შეუერთდნენ


18 ნოემბერს ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, ფსიქიატრიული რეაბილიტაციის ცენტრისა და სამშობიარო სახლის ექიმებმა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

"სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს! თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს!" - მოითხოვეს აქციის მონაწილეებმა, რომელთა ნაწილმა საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარების სურვილიც გამოთქვა. აქციაში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაპუნა ბახტაძე უფრო შორსაც წავიდა, განაცხადა რა, რომ მზადაა, "3-4 კოლეგასთან ერთად" გადაკვეთოს საოკუპაციო ხაზი და დაპატიმრებულ ექიმს "საკანში მიუჯდეს".

ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ახალგორის ტერიტორიაზე დააკავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ცხინვალის სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG