Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას ორი წინადადებით მიმართა


არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა, საკითხები საპარლამენტო დებატების ფორმატში განიხილონ. „თუ მათ აქვთ არგუმენტები და თუ შეუძლიათ, რომ დაარწმუნონ უფრო ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მხარდამჭერები, უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი, დებატებში ჩაერთონ, აჩვენონ საზოგადოებას თავისი არგუმენტები და დაუმტკიცონ, რომ ეს არგუმენტები ღირს იმ დესტაბილიზაციის მცდელობად, - რა თქმა უნდა, არ ღირს - რომელსაც სამწუხაროდ მიმართავდნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტოს თავმჯდომარემ ოპოზიციას ასევე შესთავაზა, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში გააგრძელონ მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე, რადგან მისი თქმით, ამ პროცესში განიხილება 2020 წლის არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა საშემოდგომო სესიაზე დაასრულონ ეუთოს რეკმენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 18 ნოემბერს, საღამოს სპეცრაზმელებმა დაშალეს პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტის მონაწილეები, რომლებიც დილიდან პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებდნენ.

17 ნოემბერს ღამით დაწყებული პიკეტირების დროს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს გარედან ბოქლომი დაადო.

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG