Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამაგრებული პოლიცია გადაადგილებას ზღუდავს


თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არის მობილიზებული.

შენობის მეორე სართულზე მხოლოდ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც ასვლა თავდაპირველად შეძლეს. ამჟამად გადაადგილება შეზღუდული აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, დეპუტატებს, აქტივისტებს და დაკავებულთა ახლობლებს. სამართალდამცველებს კიბე ცოცხალი კედლით აქვთ ჩაკეტილი. ისინი საკუთარი მოქმედების მიზეზსაც არ განმარტავენ.

გაურკვეველია, როდის დასრულდება სასამართლო პროცესები. სასამართლოს შენობის გარეთ იმყოფებიან აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც იქ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგიდან მივიდნენ.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესებიც ამჟამად მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG