საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2019 წლის სეზონი ამხანაგური მატჩით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, ქალაქ პულაში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 1:2.
მეცხრამეტე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, გიორგი პაპუნაშვილის გოლით. მასპინძლებმა ექვს წუთში გაათანაბრეს, გურამ კაშიას ავტოგოლით. შესვენების შემდეგ კი ანგარიში ერთადერთხელ შეიცვალა - საბოლოო შედეგი პერიშიჩმა დააფიქსირა.