Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 8 პირის პროცესი გადადო მოსამართლე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებიდან


18 ნოემბერს მიტინგზე დაკავებული 37 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა კიდევ 8 ადამიანის პროცესი გადადო.

ამ დროისთვის სულ 25 პირის სასამართლო პროცესი არის გადადებული.

მოსამართლე საქმეების განხილვას ცალ-ცალკე აპირებს.

პროცესების გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავეს.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG