Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში ჩატარდა ცარიზმის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის ამბოხების მონაწილეთა გადასვენების ცერემონია


ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 22 ნოემბერს ჩატარდა მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის წინაღმდეგ მოწყობილი აჯანყების მონაწილეთა ნეშტების გადასვენება.

ამბოხება მოეწყო 1863-1864 წლებში და მისი მიზანი იყო "რეჩ პოსპოლიტის" - პოლონელთა სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს აღდგენა. იანვრის ამბოხებად წოდებული აჯანყების მონაწილეები ჩამოხრჩობითა და დახვრეტის გზით დასაჯეს სიკვდილით 1963 წლის ივნისსა და 1864 წლის მარტს შორის.

ვილნიუსში გამართულ დასაფლავების ცერემონიას ესწრებოდნენ ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, გიტანას ნაუსედა და ანჯეი დუდა, რომლებსაც შეუერთდა ბელორუსიის პრემიერ-მინისტრი მოადგილე, იჰარ პეტრაშენკა.

სიკვდილით დასჯილების 21 ნეშტს მიაგნეს 2017 წელს, ვილნიუსში, გედიმინასის ბორცვზე არქეოლოგიურ გათხრებისას. მათ შორის იყვნენ ამბოხების მეთაურები, პოლონელი გიზმუნდ ვიერაკოვსკი და ბელორუსი კასტუს კალინოვსკი.

22 ნოემბერს მოეწყო 20 ნეშტის გადასვენება. ერთი ნეშტის იდენტიფიცირება გრძელდება.

რეჩ პოსპოლიტა - პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო 1795 წელს გაინაწილეს რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG