Accessibility links

site logo site logo

ბენო ქაშაკაშვილი პროპორციული სიით პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს


პარლამენტის წევრის თანამდებობაზე სოფიო ქაცარავას ადგილმონაცვლე ბენო ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით პარლამენტის წევრის მანდატის მიღებაზე უარს აცხადებს.

„მე მინდა მაჟორიტარად შევიდე პარლამენტში, მე უარს ვამბობ სიაზე. მე მინდა მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი შემდეგ პარლამენტში, ამერიკული წესით“, - თქვა ქაშაკაშვილმა „ტვ პირველის“ თოკშოუში და ოპონენტს „ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძეს მიმართა, - „გინდა, ახლა ამიკრძალეთ, გინდა ახლა მითხარით ჟურნალისტებთან ერთად, რომ ვიღაცამ დამარიგა“.

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები და პარლამენტის წევრის მანდატი, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში ჩავარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG