Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ანტისადოპინგო სამსახურს შეიძლება სტატუსი ჩამოართვან - ოლიმპიადაზე არდაშვების საფრთხე გაჩნდა


რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ხელმძღვანელი იური განუსი
რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ხელმძღვანელი იური განუსი

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს, WADA-ს, შესაბამისობის კომიტეტი გამოდის რეკომენდაციით, რომ რუსეთის ანტიდოპინგის უწყება მიიჩნიონ ანტიდოპინგის კოდექსთან შეუთავსებლად.

რუსეთის სააგენტოს ბედი გადაწყდება WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

თუ რუსეთის სააგენტო მიიჩნიეს ანტისადოპინგო კოდექსთან შეუთავსებლად, რუსეთის ნაკრები არ დაიშვება ტოკიოს ოლიმპიადაზე 2020 წელს, როგორც ის არ დაუშვეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2018 წელს, როცა დოპინგის სკანდალის შედეგად დისკვალფიკაცია გაუკეთეს რუსეთის სააგენტოს, РУСАДА-ს.

მაშინ ოლიმპიადაზე დაუშვეს ცალკეული რუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით. რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო სპორტის მესვეურებმა შეიძლება მიიღონ რეკომენდაცია. იური განუსმა აღიარა, რომ მონაცემთა ბაზაში ორგანიზაციის თანამშრომლების დაუკითხავად შეჰქონდათ ხოლმე ცვლილებები და რუსეთის სპორტის წინააღმდეგ „შეთქმულებაზე“ ილაპარაკა. განუსი ფიქრობს, რომ შესაძლოა დოპინგზე შემოწმების შედეგები შეცვალეს, რათა დაეცვათ იმ სპორტსმენების რეპუტაცია, რომლებიც ახლა ხელისუფლების ორგანოებში მუშაობენ ან სპორტის მოხელეები არიან. ამის თაობაზე წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ განუსის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მან აშშ-ში კონფერენციაზე წარმოთქვა. განუსმა თქვა, რომ მონაცემთა შეცვლასთან შეიძლება კავშირში ჰქონდეთ „გავლენიან პირებს“.

ამავე დროს, რუსეთის სპორტის მინისტრმა, პაველ კოლობკოვმა განაცხადა, რომ მონაცემთა მანიპულირება არ მომხდარა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ტექნიკური ხასიათისა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG