Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო


20-21 ივნისს დასახიჩრებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნეს თვალის დაკარგვიდან ხუთი თვის თავზე.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებული იქნა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ.

სამი კვირის წინ გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პროკურატურამ ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან და როგორი მხედველობა ჰქონდა 20 ივნისამდე.

„ვერ ვწვდები კითხვის აზრს, რა მნიშვნელობა აქვს იმას ჩემთვის, თუ რა პროცენტული ხედვა მქონდა 20 ივნისამდე, ფაქტია, რომ თვალი აღარ მაქვს“, - დაწერა მაშინ გიორგი სულაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

20-21 ივნისის ღამის აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 6-მა დაკარგა თვალი.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG