Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძე: „ჩვენ მოვახერხებთ ქართველი ხალხის დარაზმვას“


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში უმასპინძლა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, "გამარჯვებული საქართველოს" წევრებს, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს გუბაზ სანიკიძესა და საქართველოს პარლამენტის ექსდეპუტატს, ვალერი გელბახიანს. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„გიორგობის დღეს ჩვენ ვხვდებით ძველ ოპონენტებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვხვდებით ის ხალხი, ვინც ადრე ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის სიყვარული. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა გამარჯვებისკენ. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. გამარჯვებას ქართველი ერის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ. ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ გიორგობის დღესასწაული მიულოცა საქართველოსა და უკარანის მოსახლეობას.

„კიევის წმინდა მიწაზე ვართ ახლა ჩვენ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრანელები. იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით. უნდა ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე. საქმე ეხება ჩვენ სამშობლოს. სხვაგან ჩვენ სამშობლო არ გვაქვს. ჩვენი სამშობლოს გარდა, სამოთხეს ვერსად ვერ მოვაწყობთ. გადავდგით ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად, ჩვენ თავსაც გადავახტით, მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ეგოიზმს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა გამოსავალი, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ჩვენ მოვახერხებთ ამას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG