Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ოსაკას გრან სლემზე ჩემპიონი გახდა


ბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე. 24 წლის სპორტსმენმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალის გზაზე დაამარცხა ჩინელი ჰებილიგ ბუ, იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი, აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი და იაპონელი კენტა ნაგასავა. საჩემპიონო ბრძოლაში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს აჯობა.

იაპონურ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები სულ ოთხი ძიუდოისტით გამოვიდა. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG