Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სოციალურ ქსელებს მოუწოდა, ირანის მმართველებს ანგარიშები შეუჩეროს


აშშ-მა მოუწოდა დიდ სოციალურ ქსელებს, ფეისბუკს, ინსტაგრამსა და ტვიტერს, შეუჩეროს ანგარიშების მუშაობა ირანის მთავრობის ლიდერებს, სანამ მთელ ქვეყანაში არ აღდგება ინტერნეტის მუშაობა.

„ძალიან ფარისევლური რეჟიმია“, განაცხადა ირანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ბრაიან ჰუკმა Bloomberg News-თან ინტერვიუში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა. „ინტერნეტის წვდომა ქვეყანაში შეაჩერეს, მაგრამ მთავრობა განაგრძობს სოციალური მედიის ანგარიშების გამოყენებას“. „ჩვენ მოვუწოდებთ სოციალური მედიის კომპანიებს, როგორებიცაა ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტვიტერი, გაუთიშოს ანგარიშები უზენაეს ლიდერს, [აიათოლა ალი] ხამენეის, საგარეო საქმეთა მინისტრს, [მოჰამად ჯავად] ზარიფს და პრეზიდენტ [ჰასან] როჰანის, სანამ არ აღდგება ინტერნეტის მუშაობა მთელ ქვეყანაში“, განაცხადა ჰუკმა.

ირანის მთავრობამ 15 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, თითქმის მთელ ქვეყანაში შეუწყვიტა მოსახლეობას წვდომა ინტერნეტზე. გამოსვლები იყო ირანის ასამდე ქალაქში. პროტესტის მიზეზი იყო საწვავის ფასის გაორმაგება.

ასეთი მასშტაბის საზოგადოებრივი ძალადობა ბევრს არ ახსოვს ბოლო ათი წლის განმავლობაში. ირანი უცხოელ მტრებს, აშშ-ს, საუდის არაბეთსა და ისრაელს ადანაშაულებს. თეირანი აცხადებს, რომ ხუთი ადამიანი მოკლეს. უცხოეთის უფლებადამცავი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International-ი, აცხადებენ, რომ მოკლულთა რიცხვი ასზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG