Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გაეროს მანქანაზე თავდასხმისას ერთი უცხოელი მოკლეს


სულ მცირე, ერთი უცხოელი ემსხვერპლა 24 ნოემბერს გაეროს მანქანაზე თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. აფეთქებისას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ნასრათ რამინი ამბობს, დაშავდა ხუთი სხვა პირი, მათ შორის, ორი ავღანელი თანამშრომელი. მანქანა, ცნობით, ძალიან არის დაზიანებული.

აფეთქება მოხდა ქაბულის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრა. ამ არეალში თალიბანის და ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურობენ. ავღანეთის დაიკუნდის პროვინციაში, სულ მცირე, სულ მცირე ექვსი სამხედრო მოკლეს თალიბებმა საგუშაგოზე თავდასხმისას. პროვინციის გუბერნატორის, ანვარ რაჰთამის თანახმად, დაშავებულია ოთხი ჯარისკაცი. მისი თქმით, 24 ნოემბერს, ქაჯრანის ოლქში, ჯარისკაცებს დამატებითი ძალები გაუგზავნეს და შემდგომ ბრძოლაში 20 მეამბოხე მოკლეს. საგუშაგოზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG