Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იზრდება საპროტესტო გამოსვლებისას დაღუპულთა რიცხვი


13-მდე გაიზარდა ერაყში საპროტესტო გამოსვლებისას 24 ნოემბერს მოკლულების რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 7 ადამიანის სიკვდილი.

ერაყის სამთავრობო ძალებთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა ბასრის, ნასირიის, ნაჯაფის და დივანიიის პროვინციებში. დაიჭრა სულ მცირე 150 დემონსტრანტი. ბასრაში, სადაც ერაყის ნედლი ნავთობის 85% მოიპოვება, აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და ქალაქის მთავარი გზები გადაკეტეს. ბაღდადში პოლიციამ გზა გადაუკეტა დემონსტრანტებს, რომლებიც ცენტრალური ბანკისკენ მიემართებოდნენ. უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ერაყში საპროტესტო გამოსვლები 1 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი, ძირითადად, ახალგაზრდები კორუფციას, უმუშევრობას და ცუდ სახელმწიფო სერვისებს აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრაციების დაწყების შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 342 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG