Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის სამხრეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორეს საავტომობილო გზები და რკინიგზა. ნიცასა და ტულონს შორის რამდენჯერმე შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა.

წყალდიდობამ დააზარალა იტალიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებიც. მეწყრის შედეგად, ქალაქ სავონის მახლობლად ჩამოინგრა საავტომობილო ხიდის 30-მეტრიანი მონაკვეთი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

წყალდიდობის გამო, იტალიის ლიგურიის რეგიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 370-ზე მეტი ადამიანი და ათასამდე ალპებში, სადაც ზვავი ჩამოწვა. მდინარეები კალაპოტიდან გადავიდა ტურინსა და გენუაშიც. 24 ნოემბერს წყლის დონემ კვლავ მოიმატა ვენეციაში, რომელიც გასულ კვირაშიც დაიტბორა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG