Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. სხდომაზე მისული დეპუტატები აცხადებენ, რომ დაგეგმილია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში, დეპუტატების განმარტებების თანახმად, ორი ძირითადი საკითხია, ესენია - საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო თანამდებობების განაწილება:

„დღეს იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის წამოჭრილი დღის წესრიგში.

მე არ მოვაწერე ხელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს ვუჭერ დღეს მოქმედ შერეულ სისტემას. პლებისცისტთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, როგორც იყო გაცხადებული და დღესაც ამ საკითხს შევეხებით. დისკუსიის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას პლებისციტის შესახებ.

სრულად მაჟორიტარული სისტემა დღეისათვის დღის წესრიგში არ დგას. მე ვფიქრობ, დღეს ამაზეც იქნება მსჯელობა“, - განაცხადა სხდომის დაწყების წინ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა.

„საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტის ჩატარებისა და სხვა საკითხებზე უმრავლესობის სხდომაზე გვექნება საუბარი და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველა საკითხზე, გამოვალთ და მოგახსენებთ“, - განაცხადა სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს, 25 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რაზე შეთანხმდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები 24 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.

სხდომიდან გამოსულმა დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და მერაბ ქვარაიამ განაცხადეს, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“, შეთანხმების დეტალები კი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს გასაჯაროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG