Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან


პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაადგილდებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

მსვლელობას წინ უძღვის პოლიტიკური ლიდერების კოლონა.

„შეცვალე“ - ესაა სლოგანი, რომლითაც აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩადგებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აპირებენ, პარლამენტის პიკეტირებით არ დაუშვან საკანონმდებლო ორგანოში 26 ნოემბრის პლენარული სხდომის გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG