Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საიდანაც ამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ" - ზუკა ბერძენიშვილი გაათავისუფლეს


ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

„საიდანაც ამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ", - თქვა რუსთაველის გამზირზე მისულმა ბერძენიშვილმა.

აქტივისტი 18 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა ზუკა ბერძენიშვილი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები, მას შემდეგ განახლდა, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში ჩავარდა.

დემონსტრანტები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნების შესრულებამდე პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირების გზით, არ დაუშვებენ პლენარული სხდომების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG