Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა


საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქციის დაშლისას წყლის ჭავლი 18 ნოემბერსაც გამოიყენეს
საპოლიციო ძალებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქციის დაშლისას წყლის ჭავლი 18 ნოემბერსაც გამოიყენეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს აქციის მონაწილე, რომელიც დილით შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საპოლიციო ძალების მიერ წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა, აქციის ადგილი არ დაუტოვებია. შოკურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საპოლიციო ძალებმა 26 ნოემბერს, გამთენიისას დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის ბრალდებით 28 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG