Accessibility links

ეკა ბესელია: „ეს იყო ძალის გადამეტების კლასიკური მაგალითი“


"გუშინდელი ღამე იყო არამარტო შეცდომა, არამედ კანონდარღვევაც. არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. წყლის ჭავლი უნდა გამოიყენო მაშინ, როდესაც არის თავდასხმა აგრესიული ქმედებები და ვერ აჩერებს ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სხვა ფორმით.

წყლის ჭავლი გამოიყენეს გაყინული ადამიანების წინააღმდეგ, როდესაც არაფერს სჩადიოდნენ, ისხდნენ და თავის პროტესტს გამოხატავდნენ. მიმაჩნია რომ ეს იყო ძალის გადამეტების კლასიკური მაგალითი, პრევენციისთვის არ შეიძლება წყლის ჭავლის გამოყენება."- ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც ამ მომენტისთვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და იყოს ბოლომდე. "ეს არის აქციის მონაწილეთა დიდი მორალური უპირატესობა, რომელიც აკარგვინებს სახეს ხელისუფლებას და გამოიტანს შედეგს."

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო ძალებმა 26 ნოემბერს, გამთენიისას წყლის ჭავლით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG