Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ნაცვლიშვილი: "ქართული ოცნება" გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად


„ქართულმა ოცნებამ ვერ ანახა, რომ ის არის პროგრესული პარტია და, შესაბამისად, მათ (ახალგაზრდებს) აღარ ეთაკილებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომა“, - განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა 26 ნოემბერის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს საარჩევნო სისტემას, თუმცა ისინი ითხოვენ ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას და საქართველოში დარჩენის პირობებს.

„მაგრამ რატომ არის პროპორციული სისტემა გამოსავალი, იცით?! იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გაურიგდება ისევ დიდ ბიზნესს, ისინი დააფინანსებენ არჩევნებს და ამ სისტემის შედეგად ანგარიშვალდებულები იქნებიან არა ხალხის, არამედ იმ ბიზნესის წინაშე, რომელიც მხარში დაუდგება და დააფინანსებს. შესაბამისად, არანაირი ცვლილება არ განხორციელდება...

პრობლემა რაშია, იცით?! „ქართული ოცნება“ გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად. „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ძალიან დიდი ფული და „ქართული ოცნების“ უკან ბიზნესინტერესები და დიდი ფული, ვის რაში სჭირდება ასეთ პირობებში პროგრესი?! პროპორციული არჩევნები კიდევ ამ სისტემას დაანგრევდა და პროგრესული პარტიებისთვის გააჩენდა შესაძლებლობას, შემოსულიყვნენ და ხალხზე ეზრუნათ“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პროპორციული არჩევნები არის გამოსავალი, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG