Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის დაშლისას წყლის გამოყენებას უარყოფს


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე უარყოფს, რომ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყალი.

„გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და ყოველგვარი, როგორც აღნიშნეთ აქ თქვენ, რაღაც სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის, წყლის“, - უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა დაშალეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ. სხდომა 12:30 საათზე დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG