Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები შეიძლება რუსეთის ნაკრების გარეშე გაიმართოს


რუსეთის სპორტის უახლოესი წლების პერსპექტივა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ თორმეტ დღეში მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 9 დეკემბერს გაირკვევა, აუკრძალავენ თუ არა რუსეთს ოთხი წლით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომი განიხილავს სპეციალური კომისიის რეკომენდაციას მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დოპინგსინჯებით მანიპულაციის თაობაზე. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, რუსეთს აპელაციისთვის სამი კვირა მიეცემა, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ამ ქვეყანას ჩამოაშორებენ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულისა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. გარდა ამისა, რუსეთს ჩამოართმევენ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში დიდი ტურნირების მასპინძლობის უფლებას. მათ შორის მოხვდება ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი (2021), მსოფლიოს ჩემპიონატი ფრენბურთსა (2022) და ჰოკეიში (2023).

რუსეთის ნაკრები, სწორედ დოპინგთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების გამო, შარშან პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთეს. მხოლოდ სპორტსმენთა ნაწილს დართეს ნება ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსულიყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG