Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირელი დეპუტატები ახალ აღმასრულებელ კომისიას უყრიან კენჭს


თითქმის ერთთვიანი შეფერხების შემდეგ, 751-წევრიანი ევროპის პარლამენტი 27 ნოემბერს კენჭს უყრის ევროპის კომისიის ახალ შემადგენლობას, რომელსაც გერმანელი კონსერვატორი პოლიტიკოსი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

სტრასბურგში დეპუტატებს შორის უბრალო უმრავლესობაა საჭირო ახალი გუნდის ხუთი წლის ვადით დასამტკიცებლად. ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდში ყველაზე მეტი ქალი წევრია, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ფონ დერ ლაიენი პრეზიდენტად 1 ნოემბერს უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ კომისიის წევრობის სამი კანდიდატის გარშემო უთანხმოება წარმოიშვა. აღმასრულებელ შტოში ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს კომისარი. ბრიტანეთმა უარი თქვა კანდიდატის დასახელებაზე, რადგან ის ევროკავშირიდან გასვლას გეგმავს. თუ კომისია დამტკიცდება, 61 წლის ფონ დერ ლაიენი მუშაობას 1 დეკემბერს შეუდგება და მის წინაშე ისეთი გამოწვევები დადგება, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებები, ეკონომიკის რეფორმა და ენერგეტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG