Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატის პანელმა ტრამპი მიიწვია საიმპიჩმენტო მოსმენებზე


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პანელმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატი მიიწვია მონაწილეობის მისაღებად დემოკრატების ხელმძღვანელობით მიმდინარე, საიმპიჩმენტო მოსმენების შემდეგ სხდომაზე.

წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯერი ნეიდლერმა, 26 ნოემბერს გამოაცხადა, რომ პირველი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება. მან თქვა, რომ ტრამპს წერილი მისწერა და შეახსენა წესები, რომლებიც პრეზიდენტს უფლებას რთავს, დაესწროს მოსმენებს, მის ადვოკატს კი მოწმეებისთვის კითხვების დასმის უფლებამოსილებას ანიჭებს.

„კომიტეტი ელის თქვენს მონაწილეობას საიმპიჩმენტო მოსმენებში, იმ ფონზე, როცა კომიტეტი თავის საკონსტიტუციო მოვალეობას ასრულებს“, - ამბობს ნეიდლერი.

ტრამპი სავარაუდოდ არ დაესწრება მოსმენას, რომელიც ემთხვევა ბრიტანეთში დანიშნულ ნატოს სამიტს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ნეიდლერის თქმით, ამ სხდომის მიზანი იქნება იმის დადგენა, უნდა უყაროს თუ არა მთლიანად პალატამ კენჭი ტრამპის იმპიჩმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG