Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში მსხვერპლით დასრულებული კონფლიქტის ერთ ვერსიად ჰესის მშენებლობა სახელდება


პოლიციამ პანკისის ხეობაში შესასვლელი გადაკეტა
პოლიციამ პანკისის ხეობაში შესასვლელი გადაკეტა

ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირებისას. საკობიანო პანკისის ხეობაში მდებარეობს. დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას, 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG