Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის კომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით


ევროპის კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროპის კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ახალი ევროპის კომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ევროპის კომისიის ახალი თავმჯდომარე 1 დეკემბერს შეუდგება მუშაობას ხუთწლიანი ვადით.

ევროპის ახალი მანდატი 1 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ევროპის პარლამენტმა მოსმენებისას სამი კანდიდატურა უკუაგდო, რის გამოც პროცესი ერთი თვით გადაიდო.

გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებმა და მთავრობებმა ივნისში შეარჩიეს. ის პირველი ქალი იქნება ამ პოსტზე. ევროპის კომისიის 27 წევრიდან 12 ქალი იქნება, რაც აქამდე უმაღლესი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა შედგა, ჯერაც არსებობს ეჭვები ახალ კომისიასთან დაკავშირებით, ვინაიდან მასში არ არის წევრი ბრიტანეთიდან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უარი თქვა კომისიაში ბრიტანეთის ადგილის შევსებაზე და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ბრიტანეთში 12 დეკემბრისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG