Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში 30-მდე გაიზარდა მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი


მაშველებმა კიდევ ხუთი დაღუპული ადამიანის ცხედარი ამოიტანეს ალბანეთის საპორტო ქალაქ დურესში მიწისძვრის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლიდან.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, მიწისძვრამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ქალაქები დურესი და ტუმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG