Accessibility links

site logo site logo

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის კომიტეტებიდან წევრები გაიწვია


ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო კომიტეტებიდან წევრები გაიწვია. შესაბამისი მიმართვა პარლამენტის ბიუროს დღეს, 28 ნოემბერს, წარედგინა.

ირაკლი აბესაძემ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ლელა ქებურიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სერგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროპასათან ინტეგრაციის კომიტეტები, ოთარ კახიძემ დატოვა იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები და ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

"თითო დეპუტატი მინიმუმ ორ კომიტეტში იყო გაწევრიანებული და ასეთმა დეპუტატებმა დატოვეს თითო კომიტეტი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერმა დავტოვეთ ყველა კომიტეტი. ვართ საგანგებო რეჟიმში. იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო ივანიშვილის დავალებით, პარლამენტში ნორმალურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 14 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანომ ვერ მიიღო „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG