Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: კახა კალაძე სრულად შესრულებს ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებებს


საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას ელიან მისგან თბილისელები.

”მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 28 ნოემბერს საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა.

„ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი - ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი - რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG