Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 ნოემბერს ალბანეთში ახალი მიწისძვრა მოხდა


28 ნოემბერს ალბანეთში ახალი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან.

4,9 მაგნიტუდის პირველი მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი ტირანიდან 48 კილომეტრზე, ორი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, მეორე ბიძგისა, რომლის მაგნიტუდა 4 იყო, ალბანეთის დედაქალაქიდან 33 კილომეტრზე, ათი კილომეტრის სიღრმეზე.

26 ნოემბერს მოხდა ალბანეთის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6,4 იყო. მისი ეპიცენტრი ტირანიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული. უკანასკნელი მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 40 ადამიანი, ასობით დაშავდა. ალბანელ მაშველებს ეხმარებიან სპეციალისტები ათი ქვეყნიდან.
დღეს ალბანეთი დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ილირ მეტამ მოქალაქეებს მოუწოდა, დახმარება აღმოუჩინონ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ოჯახებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG