Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში. ის შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და მოინახულა ბაგრამის სამხედრო ბაზა. იქ პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა მადლიერების დღე, რომელის ნოემბრის უკანასკნელ ხუთშაბათს აღინიშნება.

თავის გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, თალიბანი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. „თალიბანს სურს შეთანხმება“, თქვა მან.

სამხედროებისადმი მიმართვის შემდეგ ტრამპი ოფიცრებთან ერთად გაემართა სასადილოში, სადაც ჯარისკაცებს მოემსახურა. შემდეგ კი მათთან ერთად ისადილა.

როგორც Associated Press-ი იტყობინება, თეთრი სახლი მალავდა მოახლოებულ ვიზიტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG