Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი აბესაძე: არ უნდათ, წულუკიანმა მოისმინოს, რომ ის არის ივანიშვილის მონა


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი აბესაძე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან დეპუტატ გიორგი კანდელაკისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად არ ჯდება კანონმდებლობის ნორმებში:

„არ შეიძლება, დეპუტატი რაიმეს გაარიდო - პირიქით. პოლიცია მოწოდებული უნდა იყოს, რომ სწორედ დეპუტატის და მოქალაქეების შეკრების და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებამოსილება დაიცვას და არაფერ კავშირში ეს არ იყო ქალბატონი წულუკიანის აქ შესვლა-არშესვლასთან“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი აბესაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას იმის მოსმენაც კი არ უნდა, რას ფიქრობს მათზე საზოგადოება:

„მათ უბრალოდ ისიც კი არ უნდათ, რომ წულუკიანმა შესვლისას მოისმინოს, რომ ის არის ივანიშვილის მონა და არა ამ საზოგადოების მსახური, რაც მას კანონით ევალება. მოუწევთ მოსმენა. დიდ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. იგი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს სახის არეში დაზიანდა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

გიგი უგულავა სამართალდამცავებმა უკვე გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთის წინ იგი აქციაზე დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG