Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებას" აჭარის მთავრობის სახლთან ჩემოდნები მიუტანეს


ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი „ჩაალაგეთ ბარგი და წადით ქვეყნიდან“ გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა.

მათ აქციის დაწყება მთავრობის სხდომის დაწყებას დაამთხვიეს და შენობასთან მიიტანეს ჩემოდნები ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი.

„ქართული ოცნების მამა-მარჩენალმა გვითხრა, რომ ჩაგველაგებინა ბარგი და დაგვეტოვებინა ეს ქვეყანა. ჩვენ კი მოვუტანეთ ჩემოდნები მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც სეზონურად კი არა, საერთოდ უნდა წავიდეს თავის გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ შვიდი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა არც რეგიონში და არც ქვეყანაში“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ადამიამ. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციებს.

აჭარის მთავრობის სახლთან დატოვებული ჩემოდნები ტერიტორიიდან დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG