Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სპორტსმენებისთვის ოთხწლიანი აკრძალვის დაწესება უსამართლო იქნება


რუსეთი გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ მისი ქვეყნის სპორტსმენებს შესაძლოა ოთხწლიანი აკრძალვა დაუწესონ, ანტისადოპინგო წესების დაუცველობის გამო და ამას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს მისი სპორტსმენების შეჯიბრებებში არდაშვებას.

"ეს არის საკითხის პოლიტიზაცია, საიმისოდ, რომ რუსეთი გამოიდევნოს. ამას სახელიც აქვს: უსამართლო შეჯიბრება. ესაა ბრძოლა წესების გარეშე, შესაძლოა, ომიც", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ, 28 ნოემბერს.

"დოპინგის საკითხი... მხოლოდ რუსეთზეა კონცენტრირებული. სხვა ქვეყნების პრობლემებს არც კი განიხილავენ", - დასძინა მან.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პანელი 25 ნოემბერს გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთს ოთხწლიანი აკრძალვა დაუწესდეს მსოფლიოს ანტისადოპინგო წესების დაუცველობის გამო. WADA-ს კომისია რუსეთს ბრალს სდებს იმ ლაბორატორიული მონაცემების გაყალბებაში, რომელიც გამომძიებლებს მიაწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG