Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული


6 დემონსტრანტი დააკავა პოლიციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა მობილიზების გამო, შენობას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა. მათ შორის დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა დეპუტატი გიორგი კანდელაკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG