Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოვმა ჩეხ მინისტრს ყაზანში ჩასვლის უფლება არ მისცა


ტომაშ პეტრიჩეკი (ცენტრში) რადიო თავისუფლების სათავო ოფისში

ჩეხეთის დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი მიროსლავ ტომანტი ხელმძღვანელობდა, შეწყვიტა ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჩეხ სტუმრებს ყაზანში ჩასვლის უფლება არ მისცა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა განაცხადა, რომ მათ ჯერაც არ მიუღიათ მოსკოვისაგან განმარტება.

ჩეხეთის დელეგაციას 28 ნოემბერს, 10 საათის განმავლობაში მოუწია ყოფნა მოსკოვის აეროპორტში ყაზანში გაფრენის ნებართვის მოლოდინში, თუმცა - უშედეგოდ.

„სამწუხაროდ, წინასწარი თანხმობის მიუხედავად, რუსეთის მხარემ პირობა არ შეასრულა და არ მისცა ჩვენ დელეგაციას უფლება, ჩასულიყო ყაზანში“, - განაცხადა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესმდივანმა, ვოიტეხ ბილიმ.

ყაზანში, რუსეთის ფედერაციის სუბიექტ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბოლო ხანს რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ეთქვა უარი ჩეხეთის დელეგაციას ყაზანში გამგზავრების ნებართვაზე, მაგრამ ბოლო თვეებში ჩეხეთ-რუსეთის ურთიერთობაში რამდენიმე გაუგებრობა მოხდა.

სექტემბერში ვანდალებმა საღებავი შეასხეს პრაღის ერთ-ერთ რაიონში აღმართულ მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლს.

პრაღის მეექვსე რაიონის მერმა, ონდჟეი კოლარჟმა, ძეგლის გარშემო ხარაჩოები ააგებინა და წამოაყენა წინადადება ძეგლის სხვაგან გადატანის შესახებ.

რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ კოლარჟი, ამ ინიციატივის გამო, „ნაცისტს“ შეადარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG