Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

101 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე


იასუჰირო ნაკასონე
იასუჰირო ნაკასონე

ტოკიოს საავადმყოფოში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე. ამის შესახებ იაპონიის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაზე დაყრდნობით.

ნაკასონეს 1982-1987 წლებში ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი.

ნაკასონე მეგობრობდა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან. მასა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ თეტჩერთან ერთად ნაკასონეს მკაცრი პოზიცია ეკავა საბჭოთა კავშირის მიმართ. მას მიეწერება ფრაზა იმის შესახებ, რომ აშშ-სა და სსრკ-ს შორის ომის შემთხვევაში ის იაპონიას გადააქცევდა „ჩაუძირავ ავიამზიდად“ ამერიკის ჯარებისთვის. ამასთან, ნაკასონე სამჯერ იმყოფებოდა ვიზიტით სსრკ-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG