Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ ოპერატორებს ბოდიში მოუხადა


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე კომენტარისას გამოთქმული უცენზურო მიმართვის გამო მედიას ბოდიშს უხდის:

„მე გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები (ოპერატორები) არიან განაწყენებულები... ადამიანურად გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმიტომ, რომ ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი. თუმცა ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის.

ბოდიშს გიხდით და მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და ჩემთან დაგერეკათ შუამავლების გარეშე, უკეთესი იქნებოდა, უფრო სწრაფად გავაკეთებდით ყველაფერს.

ბოდიშს გიხდით, არა, მართლა გული დამწყდა იმიტომ, რომ ხო იცით, პატივისცემის გარდა თქვენს მიმართ მე არაფერი არა მაქვს, თუ ხანდახან არ ჩავთვლით ასაკის შესაბამის ბუზღუნს“, - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ოპერატორებს უცენზუროდ 18 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე მიმართა. მან ოპერატორებს მიუთითა, კამერები აქციის მონაწილეთა გარშემო შეკრებილი სამართალდამცავებისკენ მიეტრიალებინათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG