Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის ხიდზე მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ მამაკაცი მოკლა


ლონდონში, ერთ-ერთი ცენტრალური ხიდის, „ლონდონის ხიდის“ მახლობლად პოლიციამ მოკლა მამაკაცი, მას შემდეგ, რაც დანით დაჭრასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გამოიძახეს. „ვიმყოფებით ვითარების გარკვევის ადრეულ ეტაპებზე“, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

BBC-ის ჟურნალისტის ცნობით, მან დაინახა მამაკაცები, რომლებიც ხიდზე ბრძოლაში იყვნენ ჩართული. ლონდონის ხიდი პოლიციის კორდონითაა ჩაკეტილი.

პოლიციის ცნობით, ადრე გავრცელებული ინფორმაცია აფეთქების შესახებ არ დასტურდება.

დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.

ლონდონის ხიდთან შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG